გასულ კვირას, კეტრინ ზეტა-ჯონსის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. „ზოროს“ ვარსკვლავი გოლფის თამაშის დროს გადაიღეს. საზოგადოებას 53 წლის კეტრინი ძალიან შეცვლილი მოეჩვენა. ბევრი ფიქრობს, რომ მისი უცნაური იერი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის დამსახურებაა.
„პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი?“ – კეტრინ ზეტა-ჯონსმა გოლფის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა
თავად კეტრინი სოციალურ ქსელში არც თუ ისე აქტიურია. გთავაზობთ მის, შედარებით ახლად გავრცელებულ ფოტოებს „ინსტაგრამიდან“.
ცნობისთვის, პაპარაცებმა ბოლოს მსახიობი მეუღლესთან, მაიკლ დუგლასთან იტალიაში, კერძოდ პორტოფინოში დასვენების დროს გადაიღეს.