ჰოლივუდის მსახიობი დუეინ ჯონსონი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა. ინფორმაციას ჟურნალი People ავრცელებს.
ჯონსონი ცნობილია ფილმებით „ამაზონის განძი“, „კბილის ფერია“, „მეორე შანსი“ და „ფორსაჟი“, მსახიობი ამ უკანასკნელი ფილმის პროდიუსერიც არის. სულ მალე ეკრანებზე გამოვა მულტფილმი „მოანა“, სადაც ის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს. ამას გარდა, 2017 წელს ჯონსონის ნახვა ფილმებში „ჯუმანჯი“ და „მალიბუს მაშველები“ იქნება შესაძლებელი.
მიღწეულ წარმატებას მსახიობი მეგობარ გოგონას და მათ საერთო 11 წლის ქალიშვილს, ასევე 15 წლის შვილს უმადლის, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ყველაზე სექსუალური მამაკაცის წოდება ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა დაიმსახურა.