LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ახალი სია – ივანიშვილის ქონება 350 მილიონით გაიზარდა

94

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ბოლო 1 წლის მონაცემებით, 350 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება ამ ეტაპზე 5.80  მილიარდ დოლარს შეადგენს. გამოცემას მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი ბიზნესმენთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში, რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო,“ – წერს გამოცემა.

Bloomberg-ის ინფორმაციითვე, 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში, ივანიშვილი 2017 წლის 28 დეკემბრის, ანუ დღევანდელი მონაცემებით, 312-ე ადგილზეა. რაც შეეხება სიის პირველ ხუთეულს, აქ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 100 მილიარდი დოლარის ქონებით ლიდერობს, მას ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, ამანსიო ორტეგა და მარკ ცუკერბერგი მოჰყვებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები