LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტაზე არცერთ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია. მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს: ბიძინა კულუმბეგოვი

1233
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ „არცერთ ვაქცინას პლანეტაზე კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია არ შეუძლია, შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს“.

მისივე განმარტებით, ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული, 100%-ით არიან დაცულები სიკვდილისა და ინტუბაციისგან.

მთავარი კომპონენტი, რითაც ვაქცინის ეფექტიანობა ფასდება, არის მათი გავლენა ადამიანის სიკვდილიანობასა და მძიმე დაავადების განვითარებაზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინტუბაციაზე. შესაბამისად, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია რისკი ჰქონდეს, მსუბუქი დაავადება დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტარი და სრულიად ასიმპტომური მატარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან. შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.