საფრანგეთში, ქალაქ კანის სანაპიროზე პლაჟის ჩანთებით, ჩემოდნებითა და დიდი ზომის ჩანთებით ბარგისთვის ვერ გადაადგილდებით.
მერის, დავიდ ლისნარდის განმარტებით, აკრძალვა ტერორიზმის საფრთხის გამო დაწესდა, შესაძლოა, დიდი ჩანთებით პლაჟებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიტანონ.
ვინც წესს დაარღვევს, პლაჟს დაატოვებინებენ, ან დააჯარიმებენ. აკრძალვა ოქტომბრის ბოლომდეა ძალაში.