LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pixar-მა ”მანქანების” მესამე ნაწილის თიზერი გამოაქვეყნა

46

კომპანია ”Pixar”-მა მულტფილმ ”Cars”-ის მესამე ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა. YouTube-ზე დადებული რგოლის მიხედვით, ანიმაციურ ფილმში ელექტრომობილები ჩნდებიან.

”მანქანების” მესამე ფილმის პრემიერა 2017 წლის ზაფხულში შედგება. მულტფილმის რეჟისორი ბრაიან ფი გახლავთ, რომელიც წინა ორ სერიაზეც მუშაობდა. ”Cars”-ის მთავარ გმირებს კი ოიენ უილსონი, მაიკლ კეინი, ემილი მორტიმერი და დენიელ ლოურენს უიტნი გაახმოვანებენ.

”მანქანების” პირველი სერია კინოგაქირავებაში 2006 წელს გამოვიდა, მეორე კი 2011 წელს. ჯამური სალარო შემოსავლები ორივე მულტფილმისგან ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ორივე ფილმის სიუჟეტში მთავარი გმირი სარბოლო ავტომობილი ელვა მაქქუინია. პირველ ფილმში მოქმედება აშშ-ში ვითარდება, მეორეში კი მთელს მსოფლიოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები