LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიტი ანჯელინას გაშორებით და შვილების წართმევით ემუქრება

44

ბრედ პიტის მცდელობა, გააუმჯობესოს ანჯელინა ჯოლის ფიზიკური მდგომარეობა, კვლავ უშედეგოა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ცოლის წონაში მოსამატებლად მას მზარეული და ფიტნეს-მწვრთნელი დაუქირავა, თუმცა სპეციალისტებმა პრობლემასთან გამკლავება ვერ შეძლეს. ახლა, პიტს მხოლოდ ექიმების იმედი აქვს და ცდილობს დაითანხმოს ანჯელინა, ანორექსიის სარეაბილიტაციო  კურსი კლინიკაში გაიაროს. ინფორმატორები ამბობენ, რომ მსახიობი მხოლოდ 38 კგ-ს იწონის.

საყვარელი ქალის დასახმარებლად პიტმა კარდინალურ ზომებს მიმართა.

„ის რამდენიმე თვეა ცდილობს, ენჯის დაეხმაროს, თუმცა აღარ იცის, რა უნდა გააკეთოს. ბრედმა ცოლს ულტიმატუმი წაუყენა : თუ ის არ წავა კლინიკაში სამკურნალოდ, ბრედი მისგან წავა და ბავშვებსაც წაიყვანს. მას ძალიან უყვარს ცოლი, თუმცა მისი დამოკიდებულება საკუთარ ჯანმრთელობასთან აშინებს,“ – ამბობს ინფორმატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები