LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიტერ სტანო: მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია 12 პრიორიტეტიდან ორი – აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება

131
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე“ საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ევროგაერთიანებას საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე.

„როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე“ საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგანაც საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა – ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები