მსოფლიო კინოს ბევრი ლეგენდა და ბევრი გამორჩეული მსახიობი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ამერიკის კინოაკადემიის რჩეულთა შორის მოხვედრას. შესაძლოა, იმ მსახიობების სიაში, ვისაც არ აქვს არათუ „ოსკარი“, არამედ „ოსკარის“ ნომინაციაც კი, თქვენი საყვარელი მსახიობიც იყოს. იცოდით თუ არა, რომ „ოსკარი“ სამსახიობო ხელოვნებისათვის არასოდეს მოუგიათ შემდეგ მსახიობებს:
1.პიტერ ო’ტული
ლეგენდარულ მსახიობს „ოსკარზე“ 8 ნომინაცია ჰქონდა და არც ერთი გამარჯვება, თუმცა კონოაკადემიამ მას 2003 წელს მაინც გადასცა საპატიო „ოსკარი“ ბრწყინვალე კარიერისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
ო’ტული ოსკარზე რვაჯერვე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისათვის იყო წარდგენილი ფილმებით:
„ლოურენს არაბი“ / Lawrence of Arabia (1963)*
„ბეკეტი“ / Becket (1965)
„ლომი ზამთარში“ / The Lion in Winter (1969)
„მშვიდობით, მისტერ ჩიპს“ /Goodbye, Mr. Chips (1970)
„მმართველი კლასი“ / The Ruling Class (1973)
„ტრიუკების ოსტატი“ / The Stunt Man (1981)
„ჩემი ფავორიტი წელი“ /My Favorite Year (1983)
„ვენერა“ / Venus (2007)
*მითითებულია ოსკარის ცერემონიალის ჩატარების და არა ფილმის გამოსვლის წლები
2.კლინტ ისტვუდი
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კლინტ ისტვუდი ბევრად წარმატებული რეჟისორია, ვიდრე მსახიობი. მის ანგარიშზე საერთო ჯამში ოსკარის 8 ნომინაცია და 4 ოქროს ქანდაკებაა, თუმცა ისტვუდს არც ერთი მათგანი არ მოუპოვებია, როგორც მსახიობს.
1993 წელს ისტვუდმა სამი ნომინაცია და ორი ოსკარი მოიპოვა ფილმისათვის „უპატიებელი“ /Unforgiven . ფილმი წლის საუკეთესო სურათად დასახელდა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაშიც გაიმარჯვა, თუმცა ისტვუდმა ვერ მოახერხა გამარჯვება „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ ნომინაციაში.
2004 წელს ისტვუდის ფილმი „მისტიური მდინარე“/ Mystic River წარდგენილი იყო საუკეთესო ფილმის, თავად ისტვუდი კი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში.
2005 წელს 1993 წლის მსგავსად, ისტვუდმა დაიმსახურა „ოსკარი“ საუკეთესო რეჟისურისათვის, „გოგონა მილიონ დოლარად“ / Million Dollar Baby კი წლის საუკეთესო ფილმი გახდა, თუმცა ისტვუდმა ვერ მოიგო „ოსკარი“, როგორც მსახიობმა.
2007 წელს „წერილები ივო ჯიმადან“ / Letters from Iwo Jima საუკეთესო ფილმის, ხოლო კლინტ ისტვუდი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარადგინეს.
ჯერ-ჯერობით ბოლო ნომინაცია კინოაკადემიამ ისტვუდს 2015 წელს მიაკუთვნა. მისი ფილმი „ამერიკელი სნაიპერი“ /American Sniper წლის ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.
3.რიჩარდ ბარტონი
ლეგენდარული რიჩარდ ბარტონი ოსკარზე 7-ჯერ იყო ნომინირებული, პირველად ფილმში „ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი“ /My Cousin Rachel (1953) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის, შემდეგ კი მამაკაცის მთავარი როლისათვის ფილმებში:
“ქრისტეს პერანგი” / The Robe (1954)
“ბეკეტი“ /Becket (1965)
„ ჯაშუში,მოსული სიცივიდან“ / The Spy Who Came In from the Cold (1966)
„ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ / Who’s Afraid of Virginia Woolf? (1967)
„ანა ათასი დღით“ / Anne of the Thousand Days (1970)
„ეკვუსი“ / Equus (1978)
4.მელ გიბსონი
გიბსონს საერთო ჯამში ამ სიაში მყოფ სხვა მსახიობებზე მეტად გაუმართლა. მას ამერიკის კინოაკადემიის სამი ნომინაცია და ორი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული, თუმცა არა როგორც მსახიობს. მან ოსკარი 1996 წლის ფილმის, „მამაცი გულის“ საუკეთესო რეჟისურისათვის მოიპოვა, თავად ფილმი კი წლის სურათი გახდა. გიბსონი ოსკარზე კიდევ ერთხელ იყო ნომინირებული საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში, 2017 წელს, ფილმისთვის „ჰაქსოს გმირი“ / Hacksaw Ridge, თუმცა მის სამსახიობო მოღვაწეობას კინოაკადემია მაინცდამაინც არ სწყალობს.
5.ედუარდ ნორტონი
ნორტონი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო და დაუფასებელი მსახიობია.
იგი ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული:
1999 წელს ფილმში „ამერიკული ისტორია X” შესრულებული მთავარი როლისათვის.
1997 წელს „პირველყოფილ შიშში / Primal Fear“ და 2015 წელს „ბირდმენში“ / Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლებისთვის, თუმცა „ოსკარის“ მოპოვება ვერც ერთხელ ვერ შეძლო.
6.ჯონი დეპი
ედუარდ ნორტონის მსგავსად, ჯონი დეპიც სამჯერ იყო წარდგენილი „ოსკარზე“, თუმცა სამივე შემთხვევაში მთავარი როლისათვის.
2004 წელს დეპმა ნომინაცია „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ („შავი მარგალიტის წყევლა /“Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl) შესრულებული ჯეკ ბეღურას როლისათვის მიიღო, 2005 წელს „ნევერლენდის ძიებაში“ / Finding Neverland, ხოლო 2008 წელს „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“ / Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street შესრულებული როლებისათვის.
7.ტომ კრუზი
არც ტომ კრუზი მიეკუთვნება აკადემიის რჩეულთა რიცხვს. კრუზის ანგარიშზეა „ოსკარის“ 3 ნომინაცია. იგი სამჯერვე მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის იყო წარდგენილი „ოსკარზე“:
1990 წელს ფილმით „ოთხ ივლისს დაბადებულები“ / Born on the Fourth of July
1997 წელს ფილმით „ჯერი მაგუაირი“ / Jerry Maguire
2000 წელს ფილმით „მაგნოლია“ / Magnolia
8.ჯონ მალკოვიჩი
ჯონ მალკოვიჩი ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, ორივეჯერ ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“. მალკოვიჩი ოსკარზე პირველად 1985 წელს იყო ნომინირებული, ფილმით „ადგილები გულში“ / Places in the Heart, ხოლო მეორედ კინოაკადემიისაგან ნომინაცია მან 1994 წელს დაიმსახურა, ფილმში „ცეცხლის ხაზზე“/ On The Line of Fire შესრულებული როლისათვის.
9.რალფ ფაინსი
ფაინსი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. 1994 წელს იგი „შინდლერის სიაში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის, ხოლო 1997 წელს „ინგლისელ პაცინეტში“ შესრულებული მთავარი როლისათვის გამოარჩიეს. 1994 წელს „ოსკარი“ ტომი ლი ჯონსმა, ხოლო 1997 წელს ჯეფრი რაშმა მოიგო.
10.რობერტ დაუნი უმცროსი
„რკინის კაცის“ ანგარიშზეა „ოსკარის“ ორი ნომინაცია. ჯილდოზე იგი პირველად 1993 წელს იყო წარდგენილი, ფილმში „ჩაპლინი“ / Chaplin შესრულებული მთავარი როლისათვის, 2009 წელს კი კინოაკამდემიამ დაუნი უმცროსი „ტროპიკულ ქარიშხალში“ / Tropic Thunder შესრულებული მეორეხარისხოვანი როლით გამოარჩია. თუმცა „ოსკარი“ 1993 წელს ალ პაჩინომ, ხოლო 2009 წელს ჰიტ ლეჯერმა მიიღო.
11.ბილ მიურეი
გენიალური ბილ მიურეიც უიღბლოთა სიაშია. კარიერის განმავლობაში მიურეის ოსკარზე ერთადერთი ნომინაცია ერგო – იგი 2004 წელს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში იყო წარდგენილი ფილმში „თარგმანში დაკარგულები“ შესრულებული როლისათვის.
12.ლიამ ნისონი
ლიამ ნისონის უამრავ ჯილდოს შორის ოქროს ქანდაკებას ვერ შეხვდებით. იგი „ოსკარზე“ ერთხელ იყო ნომინირებული, სტივენ სპილბერგის შედევრში „შინდლერის სია“ შესრულებული მთავარი როლისათვის, თუმცა „ოსკარი“ საბოლოოდ ტომ ჰენკსს ერგო „ფილადელფიაში“ შესრულებული ენდრიუ ბეკეტის როლისთვის.
13.სამუელ ელ ჯექსონი
მრავალწლიანი და მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში სამუელ ელ ჯექსონი აკადემიამ მხოლოდ ერთხელ დააფასა. 1995 წელს იგი წარდგენილი იყო „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის“ ნომინაციაში, „მაკულატურაში“ შესრულებული როლით, თუმცა „ოსკარი“ მარტინ ლანდაუმ მოიპოვა.
14.ჰარისონ ფორდი
ჰარისონ ფორდის ანგარიშზე „ოსკარის“ერთი ნომინაციაა. იგი 1986 წელს იყო წარდგენილი ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, ფილმში „მოწმე“ / The Witness შესრულებული როლისათვის, თუმცა ოსკარი უილიამ ჰარტმა მიიღო.
15.ჯიმ კერი
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კინოაკადემია მაინცდამაინც არ სწყალობს კომიკოსებს, ჯიმ კერის კარიერაში ისეთი როლებიც მოიძებნება, რომლებითაც იგი „ოსკარზე“ მინიმუმ ნომინაციას იმსახურებდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. არც „ტრუმენის შოუში“ / The Truman Show და არც „ ნათელი გონების მარადიულ ბრწყინვალებაში“ / Eternal Sunshine of the Spotless Mind შესრულებული როლების, არც რომელიმე სხვა როლის გამო ჯიმ კერი არასდროს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე.
„უოსკარო“ მსახიობები, Honorable mentions
5 ნომინაცია: მეტ დეიმონი (1 ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის (ბენ აფლეკთან ერთად)
4 ნომინაცია: უილიამ დეფო, ედ ჰარისი
3 ნომინაცია: ბილი ბობ ტორნტონი, (1 ოსკარი საუკეთესო სცენარისათვის), კევინ კოსტნერი (ორი ოსკარი, საუკეთესო რეჟისურის და საუკეთესო ფილმისათვის), ნიკ ნოლტი, სილვერსტერ სტალონე, კირკ დუგლასი, ვიგო მორტენსენი, ვუდი ჰარელსონი.
2 ნომინაცია: ჯონ ტრავოლტა, ორსონ უელსი ( 1 „ოსკარი“ საუკეთესო სცენარისათვის + 1 honorary award ), კერი გრანტი, იან მაკკელენი, ჯუდ ლოუ, რიჩარდ ჰარისი, მაიკლ ფასბნდერი.
1 ნომინაცია: ედი მერფი, ანტონიო ბანდერასი, კლაივ ოუენი, დენი დე ვიტო, ტიმ როტი, ჰარვი კეიტელი, მაიკლ კიტონი, რობერტ რედფორდი, ტომ ჰარდი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, ჰიუ ჯეკმანი.
ნომინაციის გარეშე: ალან რიკმანი, ჰიუ გრანტი, პირს ბროსნანი, ჯეკი ჩანი, ჯონ ჰარდი, მალკოლმ მაკდაუელი, კიანუ რივზი, ჯონ გუდმენი, ჯონ კიუსაკი, პატრიკ სტიუარტი, ბრიუს უილისი, კევინ ბეიკონი, კრისტოფერ ლი, ევან მაკგრეგორი, დონალდ საზერლენდი.