დღეს პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. დღესვე უქმე დღეები დასრულდა და მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
განათლებისა და მეცნირების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“, პანდემიის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესის განახლება შეაფასა.
„13 მაისი განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. ერთი მხრივ დავიწყეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი. ასევე, სკოლებში განახლდა სასწავლო პროცესი და მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდენ.
სკოლებში დაბრუნების პროცესი მშვიდად მიმდინარებს, იმიტომ რომ სკოლები მზად იყვნენ იმისთვის, რომ ბავშვებს შესაბამისად დახვედროდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ალტერნატიული შემთავაზება კვლავ გააკეთა სამინისტრომ. სურვილის შემთხვევაში მოსწავლის მშობელს, რომელსაც უნდა, რომ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელოს სწავლა პანდემიის გამო, ამის შესაძლებლობა ექნება და ამის არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე ვაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციასთან მიმართებაში კი ძალიან აქტიური დილა გვქონდა. იყო გარკვეული შფოთვები, რადგან მშობელს, რომელსაც გარკვეულ სკოლაში შვილის დარეგისტრირება უნდოდა, (საუბარია ცენტრალურ სკოლებზე), ძალიან მაღალი მოთხოვნები იყო და გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო დარეგისტირება. ნერვიულობდნენ მშობლები, მაგრამ პროცესი გამართულად მიმდინარეობდა და მინდა აღვნიშნო, რომ წელს კიდევ უფრო გამართული იყო ჩვენი პორტალი, რადგან პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულება უფრო გამკაცრდა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წელს ჩვენ უფრო მეტად დაცული პორტალი გვაქვს, ვიდრე გასულ წლებში.
პორტალი ღიაა ხუთი ივნისის ჩათვლით და ყველა მშობელს აქვს შესაძლებლობა, რომ თუ არჩეულ სკოლაში არა, მეზობელ სკოლაში მაინც დაარეგისტრირონ საკუთარი შვილი“.- აღნიშნა ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“ ეკატერინე დგებუაძემ.
ცნობისთვის, 13 მაისის 12 საათის მონაცემებით საქართველოში 13 455 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
გუშინდელი მონაცემით სისტემაში 22082 პირველკლასელი იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, ჯამში ამ ეტაპზე სკოლებში 35 538 ადგილია შევსებული.
ამ დროისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის 47 632 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, ადგილები სრულად შევსებულია მხოლოდ 146 საჯარო სკოლაში.