პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი ინტერვიუ “იმედი LIVE”-ს მისცა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია. მისი თქმით, ჩანდა, რომ მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგული, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებულია.
ივანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირველ ტურში ასეთი შედეგები დადგა ის არის, რომ მმართველ გუნდს ზედმეტი თვითდაჯერებულობა ჰქონდა. მან “ქართული ოცნების” მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლის შედეგებს სამარცხვინო უწოდა, რადგან არჩევნების რეალურ რეზულტათან დიდი ცდომილება ჰქონდა.