LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტრეილერი გავრცელდა – კრისტენ სტიუარტი ახალ საშობაო რომანტიკულ კომედიაში

95
page

კინოსტუდია „ჰულუმ“ და Sony Pictures-მა ახალი საშობაო, რომანტიკული კომედია გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს 30 წლის მსახიობი, კრისტენ სტიუარტი ასრულებს. „წლის უბედნიერესი დრო“ (Happiest Season) ასე ჰქვია ფილმს, რომლის სიუჟეტიც „ლგბტ“ წყვილის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის სცენარის მიხედვით, კრისტენ სტიუარტი მთავარი გმირის, ების როლს ასრულებს, რომელიც საშობაოდ თავისი შეყვარებულის ოჯახის გასაცნობად მიდის. შეხვედრამდე  ცოტა ხნით ადრე კი იგებს, რომ ოჯახის წევრებმა მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. სწორედ ამ მომენტიდან იწყება მათი საშობაო თავგადასავალი. ფილმის პრემიერა 25 ნოემბერს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები