LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი თებერვლიდან კოვიდის პროგრამას 400-მდე საწოლი გამოეთიშება: გაბუნია გაუმჯობესებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს

59
FORTUNA.GE- (4)

“ამ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული საწოლების რაოდენობის დემობილიზაციის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ შეტყობინება გაუგზავნა კლინიკებს, 400-მდე საწოლი პირველი თებერვლიდან გამოეთიშება კოვიდის პროგრამას და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას”, – ეპიდსიტუაციაზე, ჯანდაცვის სექტორის მზაობასა და გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბა.

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ჯანდაცვის სისტემა, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, სრულად მობილიზებული დარჩება როგორც ტესტირების პროგრამის ნაწილში, ასევ საწოლფონდისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილში, რადგან თუ რისკები ოდნავ მაინც გაიზარდა, პასუხი შესაბამისი იყოს:

“ამ დროისთვის თავისუფალია 3 435 საწოლი. გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის არის შედარებით შემსუბუქებული. 400-მდე საწოლი უკვე გამოეთიშება კოვიდის პროგრამას 1 თებერვლიდან და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, იქიდან გამომდინარე, თუ რა საჭიროება იქნება სისტემაში.

იგივე შემიძლია ვთქვა კოვიდსასტუმროებთან დაკავშირებით. 479 პაციენტი აგრძლებს კოვიდსასტურმოებში მკურნალობას, აქედან 175 არის აჭარაში. კოვიდსასტუმროების მობილიზაციის სქემაც გაგრძელდება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება გვექნება.” – განაცხადა გაბუნიამ.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 636 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.

რესტორნები კვლავ დახურული რჩება – მთავრობა

საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა 1-ლი მარტიდან იგეგმება: მაია ცქიტიშვილი

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

გადაწყვეტილება მიღებულია: სავაჭრო ობიექტები შაბათ -კვირას არ იმუშავებს