LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტაქსი მსოფლიოში, ფორდის ანდერძი, პირველი ავტორეკლამა და სხვა ავტოფაქტები

130
6ILUJ7O6CJCJXJZBPMJW4HO7CI

მსოფლიოში პირველი ტაქსი დაიმლერის „ვიქტორიაა”. ის 1897 წლის 16 ივნისს გამოუშვეს. მისთვის ტაქსომეტრი ფრიდრიხ გრაინერმა დაამზადა. ადამიანმა, რომელმაც უზრუნველყო მსოფლიოში პირველი ძრავიანი ტაქსების სისტემა.

ჰენრი ფორდმა ანდერძად დაიბარა, რომ 500 მილიონი დოლარი გაენაწილებინათ 4157 სასწავლო და საქველმოქმედო დაწესებულებებს შორის. ეს გახლავთ ყველაზე დიდი ნაღდი ფული, რომელიც ოდესმე ერთ ადამიანს უანდერძია.

პირველ ავტომობილს, რომელმაც მთელი აშშ გადაკვეთა, სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე, დასჭირდა 52 დღე. ეს მოხდა 1903 წელს.

1830 წელს კი 9-მილიან რბოლაში ცხენი და პირველი ამერიკული თბომავალი შეაჯიბრეს. მაშინ ცხენმა გაიმარჯვა.

ფორდის მიერ აგებული პირველი ავტომობილის გამოცდა ერთი საათით შეყოვნდა (1896 წ). როგორც გაირკვა, ავტომობილი უფრო ფართო აღმოჩნდა, ვიდრე ქარხნიდან მანქანის გამოსაყვანი კარი.

ავტომობილების პირველი რეკლამა ჟურნალ “საინტიფიკ ამერიკაში” 1898 წელს გამოჩნდა.

ინგლისში, ქალაქ ლიუტონ-ბედფოდშირის ქუჩების გამწვანებაში ვერც ერთმა დეკორატიულმა მცენარემ ვერ გაუძლო მანქანების გამონაბოლქვ მომწამლავ ნივთიერებებს. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ჩვეულებრივი კომბოსტოს ამტანიანობამ, რომლითაც “დაამშვენეს” კიდევაც გაზონები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები