LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სმარტფონი, რომელიც Android 7.0-ით გამოვა

19

აღსანიშნავია, რომ Android-ის ახალი სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ 1 თვის წინ გახდა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, უკვე ბევრმა ტექნომანმა დააგემოვნა. მიუხედავად ყველაფრისა, აღნიშნული სისტემა მხოლოდ OTA განახლებით იყო ხელმისაწვდომი და ქარხნულად არც ერთ დივაისს არ მოყვებოდა.

კომპანია LG-მ ახალი სმარტფონი დააანონსა, რომელიც Android 7.0-ს ქარხნულად მიიღებს. ფლაგმანური მოდელი გამოირჩევა უამრავი სიახლითა ახალი ანდროიდის ელვის სისწრაფით.

LG-მ გადაწყვიტა რომ ტექნოლოგია Magic Slot-ზე უარი ეთქვა და Hi-Fi Audio-ს წყალობით, მისი ახალი სმარტფონი იწერს და უკრავს მაღალი სიხშირის ხმას რაც მელომანებისთვის ნამდვილი მისწრებაა. დიახ, სმარტფონის კამერა ხმას LPCM 24bit/48 khz სიხშირით იწერს.

რაც შეეხება V20-ის სხვა მონაცემებს, იგი 5.7 ინჩიანი დისფლეით იქნება აღჭურვილი, Snapdragon 820 Qualcomm-ის პროცესორით, 4 GB ოპერატიულითა და შიდა, 64 GB მეხსიერებით, ფლაგმანი ნამდვილად წარმოუდგენელ სისწრაფეს გვპირდება. ბატარეის ხანგრძლივობა 3200 მილიამპერ/საათით განისაზღვრა. მოდელს ასევე გააჩნია სწრაფი დატენვის ფუნქცია 3.0 და USB Type-C ტექნოლოგია. აქვეა ანაბეჭდების სენსორი და 16/5 მეგაპიქსელიანი კამერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები