სკოლა-გიმნაზია „პირველი” აცხადებს შაბათ-კვირას ბაღისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიღებას. როგორც „პირველში“ აცხადებენ, 1 დღის ღირებულება 20 ლარს შეადგენს, სამუშაო საათები კი შემდეგია: 09:30-17:00
მომსახურეობაში შედის: ორჯერადი კვება (საუზმე, სადილი); გაკვეთილების მომზადება. ასევე ამავე ღირებულებაშია სხვადასხვა აქტივობებიც: ფილმის ჩვენება/განხილვა; სახალისო მათემატიკა; კითხვის საათი; ხატვა/ძერწვა; მუსიკის საათი. როგორც „პირველში“ განმარტავენ, მომსახურებაში არ შედის ტრანსპორტირება.
ცნობისთვის, სკოლა- გიმნაზია „პირველი” 2008 წელს დაარსდა. ადგილზე დასაქმებულია 41 პედაგოგი. მის: ქვემო ვეძისი . არდაზიანი #8 . საკონტაქტო ინფორმაცია: 577 979421 მანანა, 574 811177 ნინო.
https://www.facebook.com/100009299784459/videos/2777910335862265/