LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სარბოლო Porsche 911 ტურბოძრავით აუქციონიდან გაიყიდება

67

აუქციონის სახლი Gooding & Company საგაზაფხულო ვაჭრობაზე სარბოლო Porsche 911-ს გამოიტანს, რომელიც ტურბოძრავით არის აღჭურვილი – RSR 2.1 Turbo. მარკისთვის საკულტო ავტომობილი, 1974 წელს მარკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, ხოლო „ლე მანის 24 საათიან“ რბოლაში, მეორე მივიდა ფინიშთან. ის 6 მილიონ ფუნტს სტერლინგად არის შეფასებული.

იმ დროის FIA-ს ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, აკრძალული იყო სამ ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავების გამოყენება, 911 RSR კი 2,14 ლიტრიანი „ოპოზიტური“ ძრავით არის აღჭურვილი. მისი სიმძლავრე დაახლოებით 500 ცხენის ძალაა. ის ხუთ საფეხურიან მექანიკურ ტრანსმისიასთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები