14 აპრილს, 13:00 საათზე, რუსთავში პირველი სამშენებლო და სარემონტო მარკეტი ”ბაუმარკეტი” იხსნება. მარკეტი ლეონიძის 12-ში მდებარეობს და მომხმარებელს 15 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” ”ბაუმარკეტიდან” აცნობეს, მარკეტი 2000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მომხმარებელს აძლევს საშუალებას ხელმისაწვდომ ფასად, ქალაქიდან გაუსვლელად რემონტისთვის საჭირო ყველა პროდუქტი შეიძინოს.
მათივე ინფორმაციით, ”ბაუმარკეტი” ორ ზონას მოიცავს: შენობის პირველ სართულზე განლაგებულია სამშენებლო და სარემონტო მასალები, მეორე სართულზე კი შერეული პროდუქციაა წარმოდგენილი: სარემონტო ხელსაწყოები, ელექტროობა, სამზარეულოს აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ეზოსა და ბაღის მოვლისთვის საჭირო ინვენტარი. შენობაში განთავსებულია მაღაზიათა ქსელი ”ქებული კლიმატის” ფილიალი, სადაც შესაძლებელია გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემების შეძენა.
”ბაუმარკეტი” გერმანულ პლატფორმაზეა აგებული და 1828 წელს დაარსებული გერმანული მაღაზიათა ქსელის ქართულ ანალოგს წარმოადგენს. გერმანული სტანდარტებითა და მომსახურების ევროპული ხარისხით ”ბაუმარკეტი” გამოირჩევა სხვა მსგავსი ტიპის მარკეტებისგან. მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. კვალიფიციური პერსონალის კონსულტაცია საშუალებას მოგცემთ გაერკვეთ პროდუქციის თავისებურებებში და გააკეთოთ გააზრებული არჩევანი. ჩვენ ღია ვართ ყველასთვის, ვისაც სურს შექმნას ახალი ან განაახლოს ძველი, “ -განაცხადეს კომპანიაში.