LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სამედიცინო საევაკუაციო ფრენა – დაჭრილი და კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვები პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს

160
Untitled design

საფრანგეთმა პოლონეთიდან, დაჭრილი და კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. 

სამედიცინო ევაკუაციის პირველი ეტაპი დღეს განხორციელდა.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევაკუირებულია 7 დაჭრილი უკრაინელი, ასევე კიბოთი დაავადებული 3 ბავშვი და მათი მომვლელები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტები საფრანგეთის ხარჯებით ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობენ.

“საფრანგეთი უკრაინისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერაში კვლავ ერთგული რჩება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები