LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარის შემდეგ, „კუტექსის“ ბრენდით ანტისეპტიკური გელიც გამოჩნდება

1106
ჰჰ

ვირუსთან და ბაქტერიებთან ბრძოლა გრძელდება და უახლოეს პერიოდში ბაზარზე, ყველაზე მაღალი სტანდარტის პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარი „კუტექსის“ შემდეგ, ამავე სახელწოდების გელიც გამოჩნდება.

როგორც „კუტექსის“ მწარმოებლები ამბობენ, ანტისეპტიკური სადეზინფექციო ხსნარის შემუშავება და გამოშვება არ იყო დაკავშირებული COVID – 19-ს, იგივე კორონავირუსის პანდემიის დროს გაზრდილი აჟიოტაჟური მოთხოვნით. „კუტექსის“ წარმოება ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას მრავალ კლინიკაში წარმატებით იყენებდნენ.

„თავდაპირველად „კუტექსი“ მხოლოდ სამედიცინო პერსონალზე იყო გათვლილი. მისი წარმოება სამედიცინო დაწესებულებებისთვის დავიწყეთ, განსაკუთრებით, ქირურგიული განყოფილებებისთვის. ვინაიდან, მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია წინა საოპერაციო პერიოდში ხელების მაღალი სტანდარტის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. კრონავირუსის გამოჩენის შემდეგ კი, „კუტექსი“ უკვე ფართო მოხმარების ანტისეპტიკური საშუალება გახდა“, – ამბობენ „კუტექსის“ მწარმოებლები.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე „კუტექსის“ ბრენდით საპონიც იწარმოება, რომელიც ასევე სამედიცინო პერსონალს მიწოდება. უახლოეს პერიოდში კი „კუტექსის“ გელიც გამოვა.

რაც შეეხება იმას, თუ რითი განსხვავდება „კუტექსი“ ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, მისი მწარმოებლები ამბობენ, რომ „კუტექსის“ შემადგენლობა იმეორებს გერმანული კომპანია „ჰარტმანის” მიერ შემუშავებული კანის სადეზინფექციო ანტისეპტიკური საშუალება “კუტასეპტის” შემადგენლობას. კერძოდ, ესენია:

იზოპროპილის სპირტი 63%
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,015%
გლიცერინი 2%
გამოხდილი წყალი 100% მდე

აღსანიშნავია, რომ „კუტექსი“ ებრძვის შემდეგ ბაქტერიებსა და ვირუსებს:

  1. გრამ–დადებით ბაქტერიებს, მათ შორის: სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს
  2. გრამ–უარყოფით ბაქტერიებს, მათ შორის: ნაწლავის ჩხირს, ლურჯ–მწვანე ჩირქის ჩხირს, პროტეის, კლებსიელას და სხვა
  3. ტუბერკულოზის მიკობაქტერიას
  4. სოკოს შტამებს, მათ შორის კანდიდას
  5. ვირუსებს, მათ შორის B და С ჰეპატიტების ვირუსებს, 1 ტიპის ჰერპესის ვირუსს, როტავირუსებს, აივ–ის.

ცნობისთვის, პირველი ქართული სადეზინფექციო ხსნარი „კუტექსის“ შეძენა შესაძლებელია როგორც სააფთიაქო, ისე სავაჭრო ქსელებში, კერძოდ: PSP-ში, ნიკორაში, იმპექსში, ლიბრას ქსელში და სხვა.

„კუტექსის ფასი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. “კუტექსი” არის ის, რაც ყველა ოჯახს სჭირდება ნებისმიერ დროს! ხსნარი უვნებელია ყველა ასაკის ადამიანისთვის“, – აცხადებენ სადეზინფექციო ხსნარის მწარმოებლები.

ისინი ხსნარის სახელზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ სახელწოდება “კუტექსი” ლათინური სიტყვიდან CUTANEOUS მოდის, რაც ქართულად – კანს ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები