ქართული რესტორნების ქსელმა ”ჩემო კარგო” მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის ჩამოტვართვაც შესაძლებელია როგორც Android-ის, ასევე iOS სისტემაზე მომუშავე სმარტფონებში. მომხარებელს აპლიკაციის მეშვეობით, შეუძლია საკვების ონლაინ არჩევა, შეკვეთა და მისი სასურველ ადგილზე მიღება.
”დაახლოებით ერთი თვის წინ ამოქმედდა ჩვენი ვებ-გვერდი chemokargo.ge, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს, მისთვის სასურველი კერძი შეარჩიოს, შეუკვეთოს და ადგილზე მიიღოს. სახლში მიტანის სერვისი 3 ლარი ღირს. 50 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში კი, მიტანის სერვისი უფასოა”, – განუცხადეს ”ფორტუნას” რესტორნების ქსელში.
მათივე ცნობით, ”ჩემო კარგო” მომხმარებელს სთავაზობს მყუდრო გარემოს, გემრიელ კერძებს, ასევე სასიამოვნო მუსიკას.
”გარდა იმისა, რომ ჩვენთან არაჩვეულებრივი გარემოა, აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან ვამზადებთ საკვებს. მოხევური ხინკალისთვის კვლიავი–ყაზბეგიდან, ჭადის ფქვილი–სამეგრელოდან, კუბდარის სუნელები–მესტიიდან, ნედლი ხორცი კი კახეთიდან ჩამოგვაქვს. ხარისხზე „ჩემო კარგოში“ განსაკუთრებულად ზრუნავენ”, – აცხადებენ რესტორნების ქსელში.
როგორც აქ განმარტავენ, „ჩემო კარგოს“ მენიუსთვის სპეციალურად შეიქმნა კუთხური მიქსები, რომლებსაც იმ კუთხის სიმღერის სახელწოდებები ჰქვიათ. მაგალითად, კახური მრავალჟამიერი, რომელშიც შედის–ხაშლამა, გუდის ყველი, დედას პურები, სალათი კახური ზეთით და კახური ღვინო. თითოეული მიქსი შედგება კუთხის დამახასიათებელი კერძებისგან.
”ამასთან, გვაქვს სადღესასწაულო მენიუებიც. მაგალითად, სპეციალურად ახალი წლისთვის შევქმენით რამდენიმე კერძის კომბინაცია და ამ მენიუს ონლაინ შეძენა და სახლში მიღება, ასევე შეუძლია ჩვენს მომხმარებელს”, – აღნიშნეს ”ჩემო კარგოში”.
ცნობისთვის, ”ჩემო კარგოს” რესტორნების ქსელს მომხმარებელი ადრე ”ორიგინალის” სახელით იცნობდა, რომელიც 2004 წლიდან არსებობს. რებრენდინგი რამდენიმე თვის წინ დაიწო, რის შემდეგაც შეიქმნა ”ორიგინალი ჯგუფი” და „ჩემო კარგოს“ რესტორნების ქსელი. ამ ეტაპზე ”ჩემო კარგო” თბილისში 2 ფილიალითაა წარმოდგენილი, ერთი გლდანში ვეკუას N5-ში, მეორე კი -ცოტნე დადიანის 108 ნომერში მდებარეობს.