LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული Networking ივენთი ,,ბენე ექსკლუზივისგან”

coverFortuna-01

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ სოციალური რესურსი, მრავალფეროვანი კონტაქტები და ფართო სანაცნობო წრე წარმატების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. პროექტ Networking Georgia-ს მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. ის პირველი ქართული Networking პროექტია, რომლის მიზანი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. 

ღონისძიება, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი  ,,ბენე ექსკლუზივია” მიმდინარე წლის 2-3 მარტს კახეთში, სასტუმრო ,,ლოპოტა რეზორტში” ჩატარდება.

როგორც ,,ბენე ექსკლუზივში” აცხადებენ, ღონისძიებას ქართულ ბაზარზე არსებული ადგილობრივი და უცხოური, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესის 400-მდე წარმომადგენელი  დაესწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანს  არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნეს იდეების განხორციელების სტიმული ექმნება.

,,ბენე ექსკლუზივის” ინფორმაციით, ღონისძიებას სხვადასხვა ცნობილი სპიკერი ეყოლება. ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო თემებით  პანელურ დისკუსიას წარმატებული ბიზნესტრენერები დავით გოგიჩაიშვილი და დავით ჩიკვაიძე წარუძღვებიან. თბილისში მგზავრობის მომენტიდან, კახეთში სასტუმრო ,,ლოპოტა რეზორტში” განთავსებამდე უამრავი აქტივობით, სიურპრიზით და გასართობი ღონისძიების თანხლებით წარიმართება ივენთი. პროექტის მოდერატორი იქნება პაატა პაპავა, რომელიც უფრო დინამიურს და საინტერესოს გახდის ღონისძიების მიმდინარეობას.

„ბენე ექსკლუზივი“ დიდ ყურადღებას უთმობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომელთა შორისაც არის Mercedes Benz Event ბათუმში. გუნდი საზოგადოებას მომავალშიც ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ჰპირდება.

შეგახსენებთ, „ბენე ჯგუფი”(Bene group) საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან საქმიანობს, დღეს ის ლიდერი კომპანიაა ლოჯისტიკის სფეროში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები.

2017 წლიდან „ბენე ჯგუფმა” დაიწყო ახალი პროექტი, „ბენე ექსკლუზივი”, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი კლასის გადაადგილების სერვისს. „ბენე ექსკლუზივი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ავტოპარკიც დაკომპლექტებულია 2018 წლის „მერსედეს ბენცისა” და „ტოიოტას” ფირმის ავტომობილებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები