LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქალბატონები წითელ და თეთრ კაბებში – ჯილ ბაიდენი დედოფალ რანიას შეხვდა

155
jibaidenidedofaliraina

იორდანიის მეფე აბდალა მეორე და მისი მეუღლე დედოფალი რანია ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში ჩაფრინდნენ. იორდანიის პირველი წყვილი თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მიიღეს, ინტერნეტში უკვე გავრცელდა შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები.

სანამ მეფე აბდალა და ჯო ბაიდენი ოფიციალურ შეხვედრას მართავდნენ, ჯილ ბაიდენმა დედოფალ რანიას თეთრი სახლი დაათვალიერებინა. ამ დღისთვის რანიამ არჩევანი წითელ მიდი-კაბაზე გააკეთა, რომელიც ულამაზესი მასიური ქამრით იყო გაფორმებული. რაც ეხება ჯილ ბაიდენს, მან აქცენტი თეთრ ორეულზე შეაჩერა და კლასიკურ კაბას თეთრი პიჯაკი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები