LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი პაემნიდან გამოვიქცეცი, ვუთხარი, რომ შვილიშვილი მელოდებოდა“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან სიყვარულის ისტორიას იხსენებს

510
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათი სასიყვარულო ამბების შესახებ, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა გადაცემაში “დღის პოსტი” ისაუბრა.

მან მეუღლესთან პირველი პაემანი გაიხსენა და მათი სიყვარულის დეტალებზე ილაპარაკა.

“პირველი პაემნიდან გამოვიქეცი და მერე არ ვხვდებოდი. არ მომეწონა ცოტნე. ზედმეტად თამამი იყო და არასაკმარისად გალანტური. ავდექი და ვუთხარი, რომ უნდა წავიდე, შვილიშვილი მელოდება მეთქი და წამოვედი. მეორე, მესამე, მეოთხე მცდელობაზე რომ უარი ვუთხარი, მითხრა “რას გეხვეწები მეორედ არ დაგირეკავო”. მაინც ვერ მოითმინა და საბოლოოდ მიაღწია იმ კონდიციას, რომ მისით დავინტერესდი. კარგად რომ გავიცანი აღმოვაჩინე, რომ საოცარი ადამიანია და დღემდე ასეა.

ვხუმრობდი, რაც მას ვიცნობ გუგლი არ დამჭირვებია მეთქი. ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ შეკითხვაზე ჰქონდა პასუხი. ინტელექტუალური ადამიანია და ძალიან თბილი”, – იხსენებს ანა ჯაბაური.

ანა ჯაბაურმა ცოტნეს ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ილაპარაკა.

“ცოტნეს წარმოთქმულ ყველა ბგერას და მარცვალს ვზეიმობთ. ცოტათი უკეთ არის. მილიმეტრობით წინ დგამს ნაბიჯებს და გვიხარია. დღეს ახალი ბგერა წარმოთქვა, მარცვალი და ჩვენ ამას ვზეიმობთ. ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ იმედი გვაქვს.

რთული გზა გამოვიარეთ, წელიწადნახევარი პალატაში ვიცხოვრეთ. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც სიყვარულის გრძნობას ემატება სიბრალულის და უსამართლობის გრძნობა. სიყვარული სიბრალულს აძლიერებს და სიბრალული სიყვარულს”, – აღნიშნა ანა ჯაბაურმა.

 

http://

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები