გიორგი მარველაშვილის მეუღლე, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც პირველი შვილის, მაშოს დაბადების დღეს აღნიშნავს. გულისამაჩუყებელ მილოცვაში მაკა ამაყად წერს, რომ მაშო ყოველთვის ფიქრობს, როგორ დაეხმაროს გასაჭირში მყოფ ადამიანებს…
„დღეს ჩემი პატარა დიდი გოგოს დაბდღეა ! 23 წლის წინ ქვეყანას მოევლინა საოცარი ცისფერთვალა ჩემი პირველი შვილი ! მიყვარს მახარებს და მადარდებს ყოველთვის მისი ყველა ნაბიჯი. გილოცავ, მაშკუნ დაბდღეს და ვულოცავ ყველას, ვისაც უხარია, რომ 1991 წლის 16 ოქტომბარს დაიბადა გოგო, რომელსაც უყვარს თავისი მეგობრები და ახლობლები , რომელიც ხარობს თავისი პატარა ძმით,
ვინც ყოველთვის ფიქრობს, როგორ დაეხმაროს და გაახაროს გასაჭირში მყოფი ადამიანები! მიყვარხარ, დედუკ! ჩემო მშვენიერო გოგო! იყავი ხალისიანი და გულისხმიერი…“ – აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.