LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ აღენიშნება..“ – ივანე ჩხაიძე პიტბულის მიერ მიერ დაკბენილ ბავშვზე

634
BeFunky-collage (3)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიას განუცხადა და აღნიშნა, რომ ბავშვის ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია.

მისივე თქმით, მცირეწლოვანს ოპერაცია „კარაპს მედლაინში“ ჩაუტარდება.

„უნდა ჩატარდეს სულ 3 ოპერაცია, მაგრამ პირველი მაინც ყველაზე რთული და მძიმეა“ – როგორია გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორც ცნობილია, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.

„ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებმა მაქსიმუმი შეძლეს, უკვე პროგნოზი საიმედოა“ – გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

„პირველ ეტაპზე, აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა, იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება. ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისაგან ბავშვის დაცვა და პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მხრიდან ჩარევა განხორციელდა.

ამ ეტაპზე, ძვლის ინფექციის განვითარების, სისტემური ინფექციის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ აღენიშნება. ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.

„თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია“ – პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფო დახმარება სჭირდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები