პირველი ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია. კომპანია “ფრეგობასმა” ფოთის პორტში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც სატვირთო კონტეინერიდან გადმოყვანილი ელექტროავტობუსი ჩანს.
“ჩვენ უკვე რეალურად ვიწყებთ ჩვენს გარემოზე ზრუნვას. ელექტრო ავტობუსი უკვე საქართველოშია და თბილისისკენ მოემართება”- წერს კომპანია Facebook გვერდზე.
როგორც “ფორტუნას ” “ფრეგობასის” გენერალურმა დირექტორმა განუცხადა პირველი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი თბილისში ხვალ დილით ჩამოვა.
” ავტობუსი საქართველოში გუშინ შემოვიდა, ხვალ დილით უკვე თბილისში იქნება, უშუალოდ ხაზზე კი დაახლოებით 10 დღეში დადგება, ამის შესახებ საზოგადოება წინასწარ იქნება ინფორმირებული” -განმარტა მურმან პატარაიამ.
ელექტროავტობუსი დედაქალაქის მაცხოვრებლებს 61 ნომერ მარშუტზე მოემსახურება.