პირბადის ტარებასთან და კოვიდრეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება, სავარაუდოდ, შედეგს აგვისტოშივე გამოიღებს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა
ამირან გამყრელიძის თქმით პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10 დღეში, 2 კვირაში ჩანს.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია. საკოორდინაციო საბჭომ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინა”
“დარწმუნებული ვარ, რომ აღსრულება მაქსიმალური იქნება და მაქსიმალურ შედეგს მოგვცემს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ხვალიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება. ქორწილის, ქელეხის, იუბილეს მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებისას, ეს ობიექტები დაილუქება.