LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დღე: 2 ოქრო და 1 ვერცხლი

131

ოლიმპიურ სასახლეში თბილისის ძიუდოს გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე, მოგვიანებით კი გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მინისტრმა ტურნირში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. მედალოსნები გამოვლინდნენ ვაჟთა შორის 60 და 66, ხოლო ქალთა შორის 48, 52 და 57 წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრების სახელით 8 ვაჟმა და 5 გოგონამ იჭიდავა, მედლის მოპოვება კი 3 ძიუდოისტმა შეძლო. 60 კილოში ქართული ფინალი შედგა – ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილს 2 ვაზარით მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

66 კილოში ლაშა გიუნაშვილმა მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟთან გაფრთხილებებით გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ამრიგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია.

1 აპრილს თბილისის გრან პრიზე 4 წონაში გამოვლინდება. ვაჟები საუკეთესოებს 73 და 81 კილოში გამოავლენენ.

 

31 მარტი,2017 წელი ოლიმპიური სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი

ვაჟები
60 კგ
1. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3. ფელიპე პელიმი (ბრაზილია)
3. ისლამ იაშუევი (რუსეთი)

66 კგ
1. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)
2. დავადორჟ ტუმურხულეგი (მონღოლეთი)
3. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
3. ჩარლზ ჩიბანა (ბრაზილია)

ქალები
48 კგ
1. სტეფანე ქოიამა (ბრაზილია)
2. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)
3. მელანი კლემენტი (საფრანგეთი)
3. მარია პერსიდსკაია (რუსეთი)

52 კგ
1. ამანდინ ბუჩარდი (საფრანგეთი)
2. ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3. ჟოანა რამოსი (პორტუგალია)
3. დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)

57 კგ
1. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
2. რაფაელა სილვა (ბრაზილია)
3. მარგარიტ ბერგრსტრა (ჰოლანდია)
3. ნატალია გოლომიდოვა (რუსეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები