LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დეკემბრიდან თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს დაჩქარებული წესით მოემსახურება

126
კახა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების შესახებ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, დაჩქარებული სერვისი პირველი დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობის მიუხედავად ზოგ შემთხვევაში ფიქსირებული იქნება, ზოგჯერ კი საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი შეთავაზებაა, რადგან მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს, ფასიანი მომსახურება სჭირდება, თუ უფასო. არის შემთხვევები, როცა აღნიშნული სერვისით დაინტერესებულ პირებს არ ეჩქარებათ და დადგენილ ვადებს ელოდებიან, თუმცა არის შემთხვევები, როცა დრო არ ითმენს და ამ ხალხს დაჩქარებული სერვისის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა კალაძემ.