LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დეკემბრიდან რუსეთიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტი იკრძალება

111
ხორბალი

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაგარი ხორბლის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას მოითხოვს. რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილების მიხედვით ექსპორტი 2023 წლის პირველი დეკემბრიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში შეიზღუდება. აღნიშნულ დოკუმენტში ინიციტივის მიზეზი არაა დაკონკრეტებული. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აკრძალვა, შესაძლოა, არ შეეხოს ბელარუსს, აფხაზეთის ე.წ. ავტონომიურ რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანმხლებ აჟიოტაჟს ეხმაურება.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვა საქართველოში ხორბლის შემოტანაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან პურის წარმოების ინდუსტრიისთვის რუსეთიდან საქართველოში რბილი კატეგორიის ხორბალი იმპორტირდება, მაგარი ხორბალი კი მაკარონის საწარმოებლად გამოიყენება.

ასოციაციაში იმასაც დასძენენ, რომ საქართველოში დღეს ორ თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის მარაგი არსებობს და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ შეუფერხებლად ხორციელდება, შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოება სრულადაა დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები