სითბური ტალღების და თითქმის აუტანელი სიცხის ფონზე, მზის დარტყმის მიღება ძალიან ადვილია. ასეთ ამინდში გარეთ გატარებული დრო შესაძლოა ორგანიზმის დასიცხვით დასრულდეს. მზის დარტყმის სიმპტომებია: თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ.
როგორია პირველადი დახმარება მზის დარტყმის დროს?
- შეეცადეთ დაზარალებული მოაშოროთ მზეს, გადაიყვანოთ ჩრდილში, გრილ ადგილას.
- შეუხსენით მოჭერილი სამოსი.
- დაალევინეთ მეტი სითხე.
- საჭიროების შემთხვევაშია ასუნთქეთ ნიშადურის სპირტიანი ბამბის ტამპონი.
- თავსა და კისერზე სველი ტილო დააფინეთ.
პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, კარგი იქნება თუკი სასწრაფო დახმარებასაც გამოიძახებთ და დაზარალებულს ამ გზითაც დაეხმარებით.
შეგახსენებთ, რომ 10-დან 16 საათამდე უმჯობესია თუკი მზეზე ყოფნას თავს აარიდებთ, შეეცადეთ გაირუჯოთ ჩრდილში.
სასურველია, ცხიმიან საკვებს და გაზიან სასმელს მოერიდოთ. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და დალიეთ ბევრი, ძალიან ბევრი წყალი.