საავტომობილო ალიანსმა “Jaguar Land Rover”, პროექტის „Special Vehicle Operation” ფარგლებში, პირველი დაჯავშნული ავტომობილი გამოუშვა.
ახალი დაჯავშნული „Range Rover Sentinel” VR8 ტიპის ჯავშნით აღიჭურვა. რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილს შეუძლია გაუძლოს 7.62 კალიბრიანი ტყვიის ზემოქმედებას. გარდა ამისა, ავტომობილისთვის 15 კგ ტროტილის ეკვივალენტის აფეთქებაც არაა სახიფათო, ხოლო სახურავს შეუძლია გერმანული ყუმბარის DM51-ის აფეთქებას გაუძლოს.
რა თქმა უნდა ჯავშანმა შეცვალა ძალიან ბევრი ისეთი დეტალი, რაც სტანდარტულისგან საკმაოდ განსხვავებულია. სტანდარტული შუშები შეიცვალა ჩაბურული, ტყვიაგაუმტარი, შუშებით. ავტომობილმა აგრეთვე შემსუბუქებული დაკიდების სისტემა და 20 დიუმიანი დისკები მიიღო, ახალი ტექნოლოგიით Run-Flat-ით დამუშავებული საბურავებით. გარდა ამისა, დამატებულია განახლებული სამუხრუჭე სისტემაც.
რაც შეეხება ძრავს, ავტომობილში მოთავსებული იქნება 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი V6-ი ტიპის ძრავა, მომუშავე ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე, რომლის სიმძლავრეც 340 ცხენის ძალა იქნება.
ახალი ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია თხუთმეტიდან თვრამეტ სექტემბრამდე მოეწყობა „Defiance and Security Equimpent International Show”-ზე. ხოლო ავტომობილის საბაზრო ღირებულება 610ათასი დოლარი იქნება.