ბათუმში კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო შენდება. ახალ ობიექტს შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ აშენებს.
სასტუმრო “EUPHORIA” -ს მშენებლობაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა 14-სართულიანია. 415-ნომრინ სასტუმროში განთავსებული იქნება კაზინო, ღია და დახურული საცურაო აუზები. ასევე კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.
ობიექტის დასრულების შემდეგ სასტუმროში დასაქმდება 600 ადამიანი. სასტუმრო “EUPHORIA“ საქართველოში პირველი „all inclusive“ სასტუმრო იქნება.
სასტუმროს გახსნა 26 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.