LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველადი მონაცემებით, ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

94
ANP-435683972-1

პირველადი მონაცემებით, უკრაინის მიერ ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ჩამონათვალში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს, წერია, რომ უკრაინული ბორტით ავღანეთის დედაქალაქიდან უკრაინის, ავღანეთის, ბელარუსის, ნიდერლანდებისა და ხორვატიის მოქალაქეები გაიყვანეს.

ავღანეთიდან უკრაინამ სულ 80-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავით უკრაინელი მოქალაქეების გარდა, იმ სახელმწიფოების მოქალაქეებიც გაიყვანეს, რომლებმაც სასწრაფოდ ევაკუაცია ითხოვეს და ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები