LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით“ – ზურა შევარდნაძე დალაგების აქციას უერთდება

197
ფორტუნა (58)

გარდენია შევარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე ფოტოს გვიზიარებს, რომელიც ისეთ ადგილასაა გადაღებული, რომელიც ადამიანების უდიერი საქციელის გამო, ბუნება დანაგვიანებულია.

„პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით“.  – წერს ზურა შევარდნაძე და დასძენს:

„რა დავმართეთ ჩვენს პატარა მოგვირისტებულ ქვეყანას, როგორ გავავსეთ ნაგვით და როგორ ვერ ვუვლით .
ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკიც სირცხვილია, ჩვენი დაყრილია და ჩვენვე უნდა დავალაგოთ!

მადლობა თითოეულს ვინც ცდილობს, გამოიჩინოს ინიციატივა შეკრიბოს მოხალისეები,ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე და ამ სამარცხვინო საქმის მოგვარებაზე .

ხვალ კომპანია Gulf Georgia დიდი დალაგების აქციას იწყებს ნორიოში. ჩემი დიდი მხარდაჭერა
და სრული ერთგულება თქვენ“. – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები