Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პირველად საქართველოში, ხვალ ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, ხვალ ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება

79
273043952-303417971763832-5774076341142957108-n

პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში, 12 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი, საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება.

საკვალიფიკაციო  ეტაპები მოიცავს ორ შეჯიბრს. ორ ვარსკვლავიან შეჯიბრს საქართველომ ღირსეულდ უმასპინძლა. 12 თებერვალს კი 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის კი იასპარეზებს ერთადერთი ქართველი სპორტსმენი შაკო მარგიანი, რომელმაც ორ ვარსკვლავიან შეჯიბრში წარმატებით გამოსვლის შედეგად მიიღო მონაწილეობის უფლება.

ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპები საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცემა, უმასპინძლოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები