LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, ძველ თბილისში სრულად ენერგოეფექტური პირველი სმარტ კორპუსი აშენდება

184
pevatoni

პირველად საქართველოში, ძველ თბილისში სრულად ენერგოეფექტური პირველი სმარტ კორპუსი აშენდება. პროექტის ღირებულება 1.480 მლნ დოლარია და მას Solar Energy Apartments SEA განახორციელებს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბინები სრულად მზის ენერგიაზე იქნება და ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთვება. გარდა ამისა, დაგეგმილია ყველა საჭირო სერვისის სრულად ინტელექტუალური მართვის სისტემაზე გადაყვანა.

„ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს. გვინდა კომბინაცია გავაკეთოთ, შევაერთოთ მზის პანელები, პერლიტის ბლოკი და თბოიზოლაციის ვიტრაჟის ფანჯრები და მივიღოთ მაქსიმალური ენერგოგამოყენება მშენებლობაში. ეს არის თერმოსის პრინციპის ბინები. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ყენდება ევროპაში დამზადებული ბოლო თაობის მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს იყვნენ უფასო, დამოუკიდებელ ელექტროენერგიაზე და ჩაერთონ ნეტო აღრიცხვაში. ამ შემთხვევაში არა მარტო ფასადი, არამედ მთლიან კედელს გავაკეთებთ თბო და ხმის იზოლაცით“, – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ოქროპირიძემ.

მისივე ინფორმაციით, მზის პანელებს დაამონტაჟებენ არა მარტო სახურავზე, არამედ აივნების მოაჯირებზეც, რითაც 50%-ით გაზრდიან პანელების რაოდენობას. „ეს მოგვცემს შესაძლებლობას სრულად 100%-ით გვქონდეს ელექტრო მომარაგება,“ – ამბობს ლევან ოქროპირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები