LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში 4.5G (LTE-Advanced) ქსელი ”მაგთისგან”

135

პირველად საქართველოში ”მაგთიკომი” თავის მომხმარებლებს 4.5 თაობის, უახლესი ვერსიის ქსელს შესთავაზებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ”მაგთიკომი” პირველია საქართველოში მოქმედმობილურ ოპერატორებს შორის, რომელიც 4.5G (LTE-Advanced) ქსელით იწყებს ოპერირებას.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 31 მაისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამართულ აუქციონზე ”მაგთიკომმა” 800 MHz სიხშირეთა სპექტრი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 25,391,303 ლარი (ოცდახუთი მილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას სამას სამი ლარი) შეადგინა. აღნიშნული თანხა მთლიანად საქართველოს ბიუჯეტში მიემართება.

როგორც კომპანიაში განმარტეს, დღეისათვის ”მაგთიკომი” ერთადერთი მობილური ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (LTE 800 და LTE 1800) კომბინაციით, მომხმარებელს  4.5G (LTE-Advanced) ქსელს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, მკვეთრად გაზრდილი ინტერნეტ სიჩქარით.

”წლების განმავლობაში მაგთიკომს ინტერნეტ-მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. (იხ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები https://analytics.gncc.ge/ka/statistics/?c=mobiles&sid=148681&f=mobinttraffic&exp=traffic). ეს იმის დასტურია, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებელი ყველაზე ინტენსიურად ”მაგთიკომის” ქსელით სარგებლობს. ამიერიდან კი ”მაგთიკომის” მომხმარებელი უსწრაფესი მობილური ინტერნეტით ისარგებლებს, ტექნოლოგიურად კიდევ უფრო  წინწაწეული, ვრცელი და მაღალი სიხშირით დაფარული LTE-Advanced ქსელის საშუალებით”, – განაცხადეს ”მაგთიკომში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები