„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულის“ მატჩს კამერა-ობობა გადაიღებს.
პირველად პრემიერლიგის ისტორიაში.
კამერა-ობობა ოთხ მავთულზე დახტის და მოედანზე მომხდარს 10-დან 40 მეტრამდე სიმაღლიდან იღებს. „ოლდ ტრაფორდმა“ ოფიციალური ნებართვა მიიღო ასეთი კამერის დაყენებაზე.
„განსაკუთრებით მოხერხებულია ასეთი რაკურსიდან სტანდარტების განხილვა – ჯარიმების, პენალტების და კუთხურების. კამერა პირდაპირ მოქმედების ადგილზე კიდია და სრულ სურათს იძლევა.
ეს ჩანაწერი ასევე შეუფასებელი მასალა იქნება მატჩის შემდგომი ანალიზისთვის“, – განაცხადა Sky Sports საფეხბურთო დეპარტამენტის თავკაცმა გარი ჰიუზმა.
მსგავსი ტექნოლოგია აქამდე გამოიყენეს მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე.
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის შეხვედრა კვირას, 15 იანვარს „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება.