LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მთიანაჭარაში საერთაშორისო სტანდარტების, ექსტრემალური ველობილიკი მოეწყობა

137
mountain-biking-sem-hero

მთიანაჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად  ე.წ. Down Hill–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

ახალ ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. ველობილიკი ძირითადად ტყის ტერიტორიაზე გაივლის, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.

საველოსიპედე ბილიკის დაპროექტება და სამშენებლო სამუშაობის შესასყიდად დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ხვალ გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები