LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად მიფრინავთ? 6 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

149
GettyImages-586716750-NW-1920x1152

თვითმფრინავით პირველად ფრენა – ძალიან ამაღელვებელია, ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ. თუმცა, ის შესაძლოა ძალიან სტრესულიც იყოს.

რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა არ იცი თუ რას უნდა ელოდო პასპორტ-კონტროლის დროს, ან როცა ზუსტად არ იცი, რა ღირს ბარგის დარეგისტრირება.

როგორ გაუმკლავდე სირთულეებს? გაფრენამდე ეს რჩევები უნდა გაითვალისწინო.

1. შეამოწმე ავიაკომპანიის მოთხოვნები ბარგთან დაკავშირებით
გაფრენამდე შედი ავიაკომპანიის გვერდზე და ზუსტად გაეცანი წესებს, შეზღუდვებს და იმასაც თუ რა წონის ბარგის წაღების უფლება გაქვს, რა თანხის გადახდა მოგიწევს ზედმეტი კილოგრამებისთვის.

2. საჭირო ნივთები ხელბარგში მოათავსე

თუკი მოგზაურობისას თან ისეთი საჭირო ნივთები მიგაქვს როგორიცაა მაგალითად წამალი, საკონტაქტო ნომრები, სათვალე ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ქაღალდი – ყველაფერი ხელბარგში ჩააწყვე. მაშინაც კი თუკი ჩაბარებული ბარგი დაიკარგება, თავს მაქსიმალურად მშვიდად რომ გრძნობდე.

3. აეროპორტში 2-3 საათით ადრე მიდი

თვითმფრინავისთვის მისწრება იგივე არაა, რაც ავტობუსისთვის მისწრება. ამიტომ შიდა ფრენამდე 2 საათით, ხოლო საერთაშორისო ფრენამდე 3 საათით ადრე მიდით აეროპორტში, რათა სამომავლო გართულებები აირიდოთ თავიდან.

4. პასპორტი ხელში

დაზოგე დრო და პასპორტი ხელში გქონდეს, რათა უსაფრთხოების შემოწმების დროს მისი ძებნა არ დაიწყო.

5. კომფორტული ფეხსაცმელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ადვილად გაიხდი
უსაფრთხოების კონტროლი ფრენის ყველაზე სტრესული ნაწილია – მაგრამ თუკი იცი რას უნდა ელოდო, ყველაფერი ბევრად მარტივია.

6. პატივი ეცი სხვა მგზავრების სივრცეს
ჩვენს დროში ფრენები როგორც წესი, სრულად გადატვირთულია და ბევრ სავარძელს ფეხის გასაშლელი სივრცეც კი არ აქვს ნორმალურად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თანამგზავრები არ შეაწუხოთ და შეეცადოთ საკუთარ კომფორტზე სხვა გზებით იზრუნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები