ლონდონში, 11 ნოემბერს, ტრადიციულად, სამხედრო კონფლიქტების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები გაიხსენეს. ამ დღეს ლონდონში აღლუმი იმართება, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან. თავად ღონისძიებას კი დედოფალი ელისაბედი აორგანიზებს, რომელიც იბარებს კიდეც ამ აღლუმს.
ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ იმ პერანგით გამოჩნდა, რომელიც მას 10 წლის წინ ეცვა
წელს ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ხერხემლის ტრავმის გამო დედოფალი აღლუმს ვერ დაესწრებოდა. მალავე გაირკვა, რომ ის ქეით მიდლტონმა ჩაანაცვლა, რომელიც ამ დღეს მართლაც გასაოცრად გამოიყურებოდა. ქეითი ღონისძიების მონაწილეებს აივნიდან მიესალმა, მას პალტოზე ბროშის სახით ამ დღის სიმბოლო, წითელი ყვავილი ჰქონდა დატანილი. ქეითს გვერდს კამილა პარკერი და პრინცი ედვარდის მეუღლე, უესექსის ჰერცოგინია, სოფია უმშვენებდნენ.
ქეით მიდლტონი „ზარას“ 120 დოლარიან კაბაში, რომელიც ბრენდის საიტზე სამ საათში გაიყიდა