“დოივე ველეს” ცნობით,პირველად გერმანიის პარლამენტარიზმის ისტორიაში – ტრანსგენდერი ქალები “მწვანეთა პარტიიდან,” ნიკე სლავიკი და ტესა განზერერი, ბუდესტაგის წევრები გახდნენ.
როგორც გამოცემა წერს, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში (ბუნდესტაგი) ორმა ტრანსგენდერმა ქალმა, ჩრდილოეთ რეინიდან ნიკ სლავიკმა და ბავარიიდან ტესა განზერერმა, რომლებიც “მწვანეთა პარტიის” ლიდერები არიან, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
“შეიძლება, ჭკუიდან გადავიდე, კიდევ არ მჯერა”- დაწერა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 27 წლის ნიკ სლავიკმა ”ტვიტერზე”.
მისი განცხადებით, გერმანიის პოლიტიკაში ახალი ფურცელი იშლება, რომელიც ხელს ადამიანის თვითგამორკვევას და ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას შეუწყობს.