Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პირველად Fuckup Nights Tbilisi-ს ისტორიაში – მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას მეტავერსში წარადგენენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად Fuckup Nights Tbilisi-ს ისტორიაში – მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას მეტავერსში წარადგენენ

89
Untitled design (3)

მარცხი, როგორც მოტივაცია და ნაბიჯი წარმატებისკენ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები 21 ივლისს გაუზიარებენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პირველად ღონისძიების ისტორიაში Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართება, რაც მონაწილეებს რეალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს, თანაც ისე, რომ მათ შინ ყოფნის კომფორტზე უარის თქმაც არ მოუწევთ.

Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse -ს სამი სპიკერი ეყოლება: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარ ისტორიებს გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.

“Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზედაც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ.

მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

Fuckup Nights Tbilisi-ის ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი – ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).

Fuckup Nights Tbilisi-ის მხარდაჭერა, პროექტის – “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OhhILx “, – აღნიშნულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები