ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდში 46 წლის ქალმა ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა.
ინფორმაციას “ბომონდი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“პირველად!!! ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდის ისტორიაში!!! გაიცანით 2 ტყუპის გმირი დედა მან 46 წლის ასაკში პირველად, საკეისრო კვეთით 2 ტყუპი ქალ-ვაჟი ანგელოზი მოავლინა ამ ქვეყანას, ბიჭი 3 და 700 კგ, გოგო 3 და 500 კგ, დედაც და პატარა ბაჭიები თავს გრძნობენ იდეალურად.
ულოცავს ფოთის ,,ბომონდი”-ს ადმინისტრაცია მშობლებს ბედნიერებას და უსურვებს მათ ჯანმრთელობას!!!
მეან-გინეკოლოგი: ნოე მაცაბერიძე.
ნეონატოლოგი: ხათუნა გაბედავა
ანესთეზიოლოგი: გოჩა კუკავა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.