LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ბრაზილიაში, ქართული მარანი გაიხსნა

108
marani

ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიხსნა პირველი ქართული მარანი Lorangi და ქვევრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე, გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, აგრეთვე, საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებული პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები