LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელებიც ახლა მოქმედებს: გახარია

81
FORTUNA.GE- (1)

“მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ დღეს მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და პირველ თებერვლამდე, არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ.” – საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელების პოზიტიურ დინამიკა აჩვენა, თუმცა საქართველოსთვის დღეში, დაახლოებით, 1 500 ინფიცირებული, საკმაოდ მაღალი რიცხვია:

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მსოფლიოში გრძელდება.

მიზნობრივი შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოსთვის დღეში, დახლეობით, 1 500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ.

ყველგან მძიმდება მდგომარეობა და შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება. ჩვენ ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც ახლა მოქმედებს.” – განაცხადა პრემიერმა.