LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული – IDS ბორჯომი საქართველო

67
134976b16cc017c12cbbef8a0d4e4446

ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, – ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – ამბობენ კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის, „IDS ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლების ორგანიზებით, „ბორჯომის“ 1-ელი და მე-2 ქარხნების მშვიდობიანი პიკეტი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები