LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით“ – თეა გოდოლაძის თქმით, მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

445
fot (1)

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, დღეს, 11 სექტემბერს პროკურატურას საჩივრით მიმართავს, რათა გამოიძიონ მის მიმართ 2021 წლის ივლისში მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა. როგორც თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ძალადობის ფაქტზე მასალები პროკურატურას 4 სექტემბერს მიაწოდეს, თუმცა რეაგირება არ მოხდა.

„პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში.

ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე, ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს დილის 11 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე.

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე

საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია).

„მოძალადემ თავად დაადანაშაულა ძალადობაში, ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული“ – „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

„მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან“

ამა წლის 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის.

პირიქით, ცალმხრივად, რუსთავი2 -ის მეშვეობით, ამა წლის 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძის და ნინო ბარაჩაშვილის მიერ“, – წერს თეა გოდოლაძე.

შეგახსენებთ, 22 აგვისტოს ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„სამი შვილის მამის და მეუღლის ტრაგედიასთან შედარებით, ეს ამბავი არაფერია…ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამის გამო” – თეა გოდოლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები